Tuesday, March 3, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

კიდევ ერთი საინტერესო და წარმატებული დღე დასრულდა.
მოვაწყეთ ბლოგზე ატვირთული პორტფოლიოების პრეზენტაცია.
ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების გაჯეტების და ვიდეოების ჩასმა.
ტრენერი გვესაუბრა Pi casa  ვებ- ალბომის შექმნაზე და მიგვითითა სად შეგვიძლია აღნიშნული პროგრამის ვიდეო გაკვეთილების ნახვა.
დასრულდა ჩვენი ტრენინგი და ჩემი ცოდნის დონე შეივსო და გაიზარდა.უფრო თავისუფლად ვმუშაობ კომპიუტერთან, ადვილად შემიძლია ინტერნეტის გამოყენებით გავაკეთო პროექტები,ვისწავლე Drive-ს ინტერნეტის თავისუფალი სივრცის გამოყენება საგაკვეთილო დროს,შევიძინე მეტი უნარ-ჩვევები ინტერნეტიდან  მასალის მოძიების და ფოლდერებში ჩამოტვირთის.
ჩვენი  მწვრთნელი ქალბატონი ქეთი ცერაძე მთელი ტრენინგის განმავლობაში დაუღალავად და მოთმინებით გვიხსნიდა და გვასწავლიდა  კომპიუტერის საშუალებით ეფექტური პროექტების კეთებას.შეძენილ უნარ-ჩვევებს წარმატებულად გამოვიძენებთ ჩვენს პრაქტიკაში.
დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის  ქალბატონ ქეთი ცერაძეს. ძალიან გვიყვარხართ.

Sunday, March 1, 2015

ტრენინგის მერვე დღე

გავლილი მასალის გამეორების შემდეგ შევქმენით ფასილიტაციის რესურსი, 
მოვაწესრიგეთ  პორტფოლიო, ვისწავლეთ Drive-ში ატვირთვა.
პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე Link List -ის საშუალებით.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის დასაწყისში,გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.
გავიხსენეთ ჰ.გარდნერის "მრავალმხრივი ინტელექტის თეორია".გავეცანით სწავლის სხვადასხვა სტილს.შევადგინეთ სქემები მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროების გათვალისწინებით.შევქმენით დამხმარე მასალა მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით. შევადგინეთ შეფასების  გეგმა თვითრეგულირების უნარის განვითარებისათვის. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.ტრენინგის მეშვიდე დღე ნაყოფიერი და ბევრის მომცემი იყო.