Saturday, February 7, 2015

ტრენინგის პირველი დღე

ერთმანეთის გაცნობის შემდეგ , ტრენერმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსის
მიზანი. მან აღნიშნა რომ, კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით 
მოსწავლეებს განუვითარდებათ წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარები და ეს უნარები  დაეხმარება მათ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. მოცემული კურსი ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებულ  სასწავლო გეგმის შედგენასა და შეფასების პრაქტიკას. გავეცანით სხვადასხვა მოდულებს. ინფორმაციის მოსძიებლად ვისწავლეთ ინტელის საგანმანათლებლო დამხმარე გზამკვლევის გამოყენება, რომლის საშუალებით შეგვიძლია ადვილად მოვიძიოთ საჭირო მასალა.

ტრენერის ინსტრუქციის მიხედვით შევქმენით პროექტის პორტფოლიოს მთავარი საქაღალდე და მასში რამდენიმე ქვესაქაღალდეები შევინახეთ. ვისწავლეთ არსებულ ქვესაქაღალდეებში დოკუმენტების, ფაილების და სხვა რესურსების შენახვა და მოძებნა.

გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს რუბრიკასა, პორტფოლიოს ჩეკლისტსა და 21-ე საუკუნიის უნარ- ჩვევებს. აღნიშნული მასალები შევინახეთ კურსის რესურსებში. ჩვენ ასევე გავეცანით უკვე შექმნილ სასწავლო პროექტების პორტფოლიოს.

ტრენერის დახმარებით შევქმენით ბლოგი- ინტელის სასწავლო კურსი. 

No comments:

Post a Comment