Sunday, February 22, 2015

მეექვსე დღე

გავიმეორეთ გავლილი მასალა.
ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის 
მომზადება Power-Point-ის გამოყენებით.
გავეცანით შეფასების სხვადასხვა რუბრიკას.
დავწერეთ რეფლექსია

Saturday, February 21, 2015

მეხუთე დღე

გავიმეორეთ გავლილი მასალა.ტრენინგი იყო საინტერესო და ბევრის მომცემი.
შევისწავლეთ მოსწავლის ბლოგის შექმნა,ბლოგზე კომენტარების დაწერა და საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების შენახვა.
შევისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების შექმნა: კერძოდ, სურათის გაჯეტის,HTML-გაჯეტის და გამოკითხვის გაჯეტის განთავსება ბლოგზე.
დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა.ბევრი რამ შევისწავლეთ ბლოგის შექმნის შესახებ. 
მეცადინეობის დამთარებისას ჩემი ცოდნა და გამოცდილება თანდათან ივსება და
იხვეწება,რაც დიდი დამსახურებაა ჩვენი მწვრთნელის ქალბატონ ქეთი ცერაძის,რომელიც დიდი ხალისით გვიზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას.
დასასრულს მოვახდინეთ რეფლექსია.

Sunday, February 15, 2015

მეოთხე დღე

გავიმეორეთ გავლილი მასალა. გავეცანოთ შეფასების  სხვადასხვა მეთოდებს
ვისწავლეთ დროში გაწელილი შეფასების გეგმის შედგენა. პროექტის გეგმის მიხედვით შევქმენით პორტფოლიო.
ვიმუშავეთ ბლოგზე, გავარჩიეთ ბლოგის მენიუ, შევისწავლეთ ბლოგის წაშლა აღდგენა,ახალი ბლოგის დამატება, დიზაინის შეცვლა და სურათის ჩასმა.
ტრენერმა ეს მეცადინეობაც ჩაატარა მაღალ დონეზე.



Saturday, February 14, 2015

მესამე დღე

 ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი.
შევისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა,ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა.
ვისწავლეთ სხვადასხვა რესურსების გამოყენება .
პროექტის გეგმის შედგენისას გამოვიყენეთ საგნის სტანდარტები და მისი ინდიკატორები, ბლუმის ტაქსონომიის ზმნები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
მომეწონა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,რომელსაც გამოვიყენებ სხვა პროექტზე მუშაობის დროს.

Sunday, February 8, 2015

მეორე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა.
ტრენერის დახმარებით გავიხსენეთ Word-ის ინსტრუმენტების გამოყენება. 
ვისწავლეთ ბროშურების,ბუკლეტების დამზადება.
ვიმუშავეთ ბლოგზე.გავეცანით ბლოგის მენიუს, ვისწავლეთ ინფორმაციის შენახვა და გაგზავნა.
დავამზადეთ  პროექტის ბუკლეტი.


.

Saturday, February 7, 2015

ტრენინგის პირველი დღე

ერთმანეთის გაცნობის შემდეგ , ტრენერმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსის
მიზანი. მან აღნიშნა რომ, კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით 
მოსწავლეებს განუვითარდებათ წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარები და ეს უნარები  დაეხმარება მათ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. მოცემული კურსი ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებულ  სასწავლო გეგმის შედგენასა და შეფასების პრაქტიკას. გავეცანით სხვადასხვა მოდულებს. ინფორმაციის მოსძიებლად ვისწავლეთ ინტელის საგანმანათლებლო დამხმარე გზამკვლევის გამოყენება, რომლის საშუალებით შეგვიძლია ადვილად მოვიძიოთ საჭირო მასალა.

ტრენერის ინსტრუქციის მიხედვით შევქმენით პროექტის პორტფოლიოს მთავარი საქაღალდე და მასში რამდენიმე ქვესაქაღალდეები შევინახეთ. ვისწავლეთ არსებულ ქვესაქაღალდეებში დოკუმენტების, ფაილების და სხვა რესურსების შენახვა და მოძებნა.

გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს რუბრიკასა, პორტფოლიოს ჩეკლისტსა და 21-ე საუკუნიის უნარ- ჩვევებს. აღნიშნული მასალები შევინახეთ კურსის რესურსებში. ჩვენ ასევე გავეცანით უკვე შექმნილ სასწავლო პროექტების პორტფოლიოს.

ტრენერის დახმარებით შევქმენით ბლოგი- ინტელის სასწავლო კურსი.